ზაზა ხატიაშვილი სპეციალური სტუმრის სტატუსით პოლონეთში იმყოფება

1 დეკემბერი 2017

 ვარშავაში,  პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით,   სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გახსნა.

 

ზაზა ხატიაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მოუწოდა ერთად იბრძოლონ მედიის დამოუკიდებლობისთვის. ზაზა ხატიაშვილის გამოსვლის დიდი ნაწილი მიეძღვნა ტელეკომპანია ,,რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასამართლო წესების 39-ე მუხლის გამოყენებაზე კონვენციის მე-10 მუხლთან მიმართებაში, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ზაზა ხატიაშვილის განმარტებით სასამართლო წესების 39-ე მუხლის გამოყენებით ,,რუსთავი 2"-ის საქმეზე არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას, განსაკუთრებით ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარშავაში პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მიწვევით, სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი